Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

გამოცხადდა კონკურსი „სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“

„პროგრამის „სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“ ფარგლებში სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის ან/და დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ სტუდენტთა ფინანსური წახალისებისათვის კანდიდატთა შერჩევის კრიტერიუმების დადგენისა და ფაკულტეტებზე სახელმწიფო სტიპენდიით დასაფინანსებელი სტუდენტების რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ თსუ რექტორის 2020 წლის 5 მაისის №81/01-01 ბრძანებით განისაზღვრა ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტთათვის სტიპენდიების მინიჭების წესი.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2020 წლის 5 მაისის №81/01-01 ბრძანების საფუძველზე, პროგრამის „სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“ ფარგლებში იურიდიული ფაკულტეტიდან დაფინანსდება მიმდინარე სემესტრში აქტიური სტატუსის მქონე ბაკალავრიატის საფეხურის 106 სტუდენტი. სტიპენდიით დაფინანსება ითვალისწინებს უნივერსიტეტის ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტთა დაფინანსებას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში წინა სემესტრის მანძილზე მიღებული ქულების შედეგების გათვალისწინებით, შერჩევის საფუძველზე. ასევე, დაფინანსება გაიცემა იმ სტუდენტებზე, რომლებიც წინა კალენდარულ სემესტრის მანძილზე იმყოფებოდნენ საზღვარგარეთ, უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლებლად ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს მუნდუსის პროექტების, საერთაშორისო საგანმანთლებლო პროგრამებისა და თსუ-სა და უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს (პარტნიორ უნივერსიტეტებს) შორის გაფორმებული ხელშეკრულებების/მემორანდუმების საფუძველზე.

 


საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 აპრილის №2 ბრძანებით გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობიდან გამომდინარე, იურიდიულ ფაკულტეტზე აკადემიური და ადმინისტრაციული პროცესების დისტანციური წესით წარმოების პირობებში საკონკურსო საბუთები მიიღება ელექტრონულად. სასტიპენდიო კონკურსში მონაწილე კანდიდატთა დოკუმენტაცია გამოგზავნილ უნდა იქნეს იურიდიული ფაკულტეტის კანცელარიის ელექტრონული ფოსტის მისამართზე chancellerylaw@tsu.ge

შერჩევის პროცესში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:

 

1. პირადი განცხადება იურიდიული ფაკულტეტის დეკანის სახელზე (საგანგებო მდგომარეობიდან გამომდინარე საკმარისია განცხადების გამოგზავნა სტუდენტის კორპორაციული თსუ ელექტრონული ფოსტით);


2. პირადობის მოწმობის ასლი;

3. წინა სემესტრის განმავლობაში (2019 წლის 1 აგვისტოდან 2020 წლის 1 მარტამდე) საქართველოში ან საზღვარგარეთ ჩატარებულ სტუდენტურ კონფერენციებში მონაწილეობის/გამარჯვების დამადასტურებელი დოკუმენტი/დოკუმენტები (დათარიღებული სერტიფიკატი ან ცნობა) ასეთის არსებობის შემთხვევაში (შერჩევის პროცესში მხედველობაში არ იქნება მიღებული ისეთი დოკუმენტი, რომლითაც ვერ დგინდება სამეცნიერო სტუდენტური  კონფერენციის ჩატარების ზუსტი თარიღი). ამგვარი აქტივობა, ასევე, შეიძლება დადასტურდეს სტუდენტური კონფერენციის ორგანიზატორთა ოფიციალური წერილობითი კორესპონდენციით. იურიდიული ფაკულტეტის ორგანიზებით ჩატარებულ სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობის/გამარჯვების დადასტურება შესაძლებელი იქნება ინტერნაციონალიზაციისა და სამეცნიერო კვლევების სამსახურის უფროსისადმი მიმართვის საფუძველზე ელექტრონული ფოსტის მეშვეობით მისამართზე lela.janashvili@tsu.ge

4. გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომის/ნაშრომების ასლი ასეთის არსებობის შემთხვევაში. სამეცნიერო ნაშრომი, ასევე, გამოქვეყნებული უნდა იყოს წინა სემესტრში (2019 წლის 1 აგვისტოდან 2020 წლის 1 მარტამდე), რაც უნდა დასტურდებოდეს სამეცნიერო ნაშრომის წარმოდგენილი დოკუმენტით;

5. იმ სტუდენტებმა, რომლებიც წინა კალენდარულ სემესტრში სასწავლებლად იმყოფებოდნენ უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს მუნდუსის პროექტების, საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამებისა და თსუ-სა და უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს (პარტნიორ უნივერსიტეტებს) შორის გაფორმებული ხელშეკრულებების/მემორანდუმების საფუძველზე, უნდა წარმოადგინონ აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;

6. „საქართველოს ბანკის“ საბანკო ანგარიშის ნომრის ამონაწერი;

დოკუმენტაციის მიღების ვადა განსაზღვრულია 2020 წლის 8 მაისიდან 15 მაისის ჩათვლით. დოკუმენტაცია მიიღება იურიდიული ფაკულტეტის კანცელარიის ელექტრონული ფოსტის მისამართზე chancellerylaw@tsu.ge

დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით იურიდიული ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსს, ქბ-ნ შორენა წენგუაშვილს ტელეფონის ნომერზე 577943878.
 

იხ. შესარჩევი კომისიის რეგლამენტი.

იურიდიული ფაკულტეტი გისურვებთ წარმატებებს!